„დიდი ლიახვის ხეობის (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) და პატარა ლიახვის ხეობის (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№451
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 07/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №451

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

დიდი ლიახვის ხეობის (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) და პატარა ლიახვის ხეობის (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში არსებული მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო ანაზღაურდეს მოსახლეობის (აბონენტების) მიერ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანება 811 375.24 (რვაას თერთმეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი ლარი და 24 თეთრი) ლარის ოდენობით შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, მათ შორის:

ა) დიდი ლიახვის ხეობის სოფლების (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2007 წლის 5 ოქტომბრიდან 2008 წლის 1 ივნისამდე დაგროვილი დავალიანება 806 624.08 (რვაას ექვსი ათას ექვსას ოცდაოთხი ლარი და 8 თეთრი) ლარის ოდენობით;

ბ) პატარა ლიახვის ხეობის სოფლების (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2007 წლის 29 ივნისიდან 2008 წლის 1 ივნისამდე დაგროვილი დავალიანება 4 751.16 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდათერთმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე