„Todini Construzioni Generali S.p.A. Takenaka Civil Engineering & Construction co Ltd“-სთვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„Todini Construzioni Generali S.p.A. Takenaka Civil Engineering & Construction co Ltd“-სთვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №805
2013 წლის 17
ივლისი
ქ. თბილისი
ფირმა „Todini Construzioni Generali S.p.A. Takenaka Civil Engineerin g & Construction co Ltd“-სთვის
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის (E-60) ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ ფირმა „Todini Construzioni Generali S.p.A. Takenaka Civil Engineering & Construction Co. Ltd“-ს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს პროექტის სამშენებლო დერეფანში, გზის განთავსების ზოლში (ქვემდებარე „ა“, „ბ“ და „გ“ კოორდინატებში) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველურ მცენარეთა (100 ძირი) შემდეგი სახეობები: იმერული მუხა (Quercus imeretina) - 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ძირი; წაბლი (Castanea sativa) - 2 (ორი) ძირი; პატარა თელადუმა (Ulmus minor) - 2 (ორი) ძირი:
ა)
№
X
y
1
304537
4672875
2
304556
4672841
3
304242
4672664
4
304222
4672701
ბ)
№
X
y
1
303670
4672398
2
303695
4672353
3
303678
4672344
4
303653
4672388
გ)
№
X
y
1
292106
4670631
2
292105
4670580
3
292086
4670580
4
292086
4670631.
2. ფირმა
„Todini Construzioni Generali S.p.A. Takenaka Civil Engineering & Construction co Ltd“-მ:
ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული ,,წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობები გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი