საქართველოსა და ინა გუდავაძეს, ია პატარკაციშვილს, ლიანა ჟმოტოვას და ნათელა პატარკაციშვილს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №61
2014 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ინა გუდავაძეს, ია პატარკაციშვილს, ლიანა ჟმოტოვას და ნათელა პატარკაციშვილს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოსა და ინა გუდავაძეს, ია პატარკაციშვილს, ლიანა ჟმოტოვას და ნათელა პატარკაციშვილს შორის 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს მთავრობის №17-ს განკარგულების საფუძველზე, გაფორმებული მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებაზე უარის თქმის მიზნით:
1. ნება დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დაასრულოს მოლაპარაკება ინა გუდავაძეს, ია პატარკაციშვილს, ლიანა ჟმოტოვასა და ნათელა პატარკაციშვილთან 2011 წლის 6 ივლისის მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უფლებამოსილება, ორი კვირის ვადაში, ხელი მოაწეროს საქართველოსა და ინა გუდავაძეს, ია პატარკაციშვილს, ლიანა ჟმოტოვას და ნათელა პატარკაციშვილს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებაზე უარის თქმის შესახებ მხარეთა შეთანხმებას.
3. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 16 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი