ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№711
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №711

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქარ­თველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კო­მისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი №22) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან   ამოირიცხოს ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: ქვემო ქართლის რეგიო­ნალური სატყეო სამმართვე­ლოს ბოლნისის სატყეო უბნის (ყოფილი კაზრეთის სატყეო) №34 კაზრეთის სარეინჯეროს №7 უბნიდან – 3.45 ჰა, №12 უბ­ნიდან – 4.3 ჰა, №13 უბნიდან – 0.3 ჰა.

2. მიწის ფართობის განკარგვის შემთხვევაში მიწის ფარ­­თობის მფლობელმა საქართველოს გა­რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით შერ­ჩეულ ფართობზე განახორციელოს საკომპენსაციო ტყის განა­შენიანებისა და მოვლის ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე