ლ. გოცირიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №105
2006 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
ლ. გოცირიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ შემდეგ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა გოცირიძე:
ა) ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში”, ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს სანიტარიულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ” და ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ”;
ბ) ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”;
გ) ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”, ,,თამბაქოს სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ” და ,,ნავთობ-პროდუქტების სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ”;
დ) ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №424 განკარგულება ,,ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ”;
ბ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის №577 განკარგულება ,,გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ”;
გ) საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის №17 განკარგულება ,,გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ”;
დ) საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №62 განკარგულება ,,გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ”.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი