ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №157

2005 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების თანდართული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა” (შემდგომ­ში პროგრამა).

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს დაამტკიცოს აღნიშნული პროგრამა.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროგრამის დამ­ტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 589 030 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას ოცდაათი) ლარი.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრომ (ა. ლომაია) მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დანართი არ ქვეყნდება.