საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№663
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №663

2013 წლის 2 6 ივნისი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

  1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქა­რთ­ველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოქალაქე მირზა ცეცხლაძის (დაბ. 09.12.2000 წ. პ/ნ 61006077569, მოწ. ნკ N604729) საზ­ღვ­არგარეთ საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზ­ნით დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სო­ციალური მომსახურების სააგენტოს „საქართველოს 2013 წლის სახელ­მწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემა­ტო­ლო­­გიური მომსახურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 03 03 03) ასი­გნებიდან იტალიაში, ქალაქ ვერონაში, შესაბამის კლინიკაში ძვლის ტვი­ნის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება 55 000 (ორმო­ცდა­თ­ხუთმეტი ათასი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუ­ჩერის მეშვეობით, ერთჯერადად წინასწარი ანგარიშსწორების სა­შუა­ლე­ბით.

2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილო­ბი­თი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიღე­ბი­დან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა სსიპ – სოციალური მომსახუ­რების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხა­­რჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდ­გო­მში – სამინისტროს) წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბი­უ­ჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „საქარ­თვე­ლოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნით სა­­მინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განა­ხო­რცი­ე­ლოს შესაბამისი ცვლილებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                           ბიძინა ივანიშვილი