საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1084
2013 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოქალაქე ქეთევან ართმელაძის (დაბ.10.03.2004წ. პ/ნ 46801024746) საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 03 03 03) ასიგნებიდან იტალიაში, ქალაქ ვერონაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში (AZIENDA OSPEDALIERA UNIVERSITARIA INTEGRATA) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება 75 000 (სამოცდახუთმეტი ათასი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ერთჯერადად წინასწარი ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილობითი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიღებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს) წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი