საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1457
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1457

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

1. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქე ლუკა ხელაძის (დაბ. 15.11.2004წ., პ/ნ 60301164822) საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 03 04 03) ასიგნებიდან იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვერონაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში (AZIENDA OSPEDALIERA UNIVERSITARIA INTEGRATA) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება  75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ერთჯერადად, წინასწარი ანგარიშსწორების საშუალებით.

 2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილობითი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი