წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 141
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“და „წითელი წიგნის“შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, შესაბამისად, საჩხერის სატყეო უბნის კორბოულის სატყეოში (კვარტალი №8бლიტერი №9 ლიცენზია №00447-ით განსაზღვრულ 10000,00 კვ.მ ფართობზე (ს/კ N#35.10.46.051) საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, ა(ა)იპ „ასოციაცია ატუს“ მიეცეს უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოიღოს აღნიშნულ ფართობზე არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარე (74 ერთეული წაბლი - Castanea sativa) .
ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“:
ა)ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) ვალდებულია მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების სანაცვლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი