თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №278

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №1 და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №2/3 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ქვემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის თაობაზე:

ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ჩაქვი-ბათუმის რკინიგზის ხაზს შორის არსებული ტერიტორია, ფართობით 1,98 ჰა;

 ბ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კაპრეშუმის მიმდებარედ მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა მხარეს არსებული ტერიტორია, ფართობით 8,68 ჰა;

გ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთით, მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა მხარეს არსებული ტერიტორია, ფართობით 1,03 ჰა;

დ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ნაწილში მდინარე ჭოროხამდე არსებული ტერიტორია, ფართობით 1061,84 ჰა;

ე) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით არსებული სოფ. მახვილაურის მეურნეობის ტერიტორია, ფართობით 23,17 ჰა.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2009.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“?
„თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ მიღებულია 14.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №278. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“, №278, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2226890/