ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1608
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის № 92, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის № 57 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 90 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის თაობაზე:
ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს, დასახლებულ პუნქტ დაბა ჩაქვსა და ქ. ბათუმს შორის, ფართობით – 582,9 ჰექტარი;
ბ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტ ქვედა სამებასა და ქ. ბათუმს შორის, ფართობით – 2,3 ჰექტარი;
გ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტებს: ურეხს, მნათობსა და ფერიას შორის, ფართობით – 174 ჰექტარი;
დ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და დასახლებულ პუნქტებს: ახალსოფელს, გონიოსა და კვარიათს შორის, ფართობით – 1456 ჰექტარი.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“?
- „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ მიღებულია 14.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1608. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“, №1608, 14.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2271875/