საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“ დაკავშირებული საგრანტო შეთანხმების დადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №671
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“დაკავშირებული საგრანტო შეთანხმების დადების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“დაკავშირებული საგრანტო შეთანხმების დადების თაობაზე.
2. განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“დაკავშირებული საგრანტო შეთანხმების ხელმომწერად, საქართველოს მთავრობის სახელით.
3. საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) დაქირავების კონტრაქტის გაფორმება შესყიდვების აგენტთან (Crown Agents for Oversea Governments and Administrations Ltd);
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება იაპონიის მხარის მიერ შემოთავაზებულ ბანკთან საქართველოს მთავრობის სახელით საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით.
4. საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ( JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“დაკავშირებულ საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის (480 მილიონი იაპონური იენი) მიმღებ ორგანოებად განისაზღვრონ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
5. საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ( JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტთან“დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ( JICA) შორის გასაფორმებელ საგრანტო შეთანხმებაში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შესრულება.
6. საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ( JICA) შორის საგრანტო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული შესყიდვები განხორციელდეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს იაპონიის გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებების საგრანტო დახმარების შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური