შპს „საქართველოს აგროგანვითარება – ქარელი“–ს დირექტორის ბრძანება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს აგროგანვითარება – ქარელის” დირექტორის

ბრძანება

 

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

ვინაიდან,

1. 2004 წლის 12 აგვისტოს სს „საქართველოს ბანკსა” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორს – კომპანია „პი ეი გოვერმენტ სერვისს” შორის გაფორმდა „საგარანტიო ფონდის ხელშეკრულება”, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გარანტმა თანხმობა განაცხადა გაეხსნა სპეციალური ანგარიში სს „საქართველოს ბანკში” და გადარიცხა ამ ანგარიშზე საგარანტიო თანხა 600.000 აშშ დოლარის ოდენობით.

2. საგარანტიო ფონდის ხელშეკრულების თანახმად, გარანტორი „პი ეი გოვერნმენტ სერვისი” თავდებად დაუდგა სს „საქართველოს ბანკს” „გესის” (GESI, ანუ – Georgia Energy  Security Initiative) პროექტის ფარგლებში გასაცემ სესხებთან დაკავშირებით, რომელიც დააფინანსებდა მაღალრისკიან ბიზნესპროექტებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში.

3. სწორედ აღნიშნული „გესის” პროექტის ფარგლებში 2006 წელს გაცემული იქნა სესხი საქართველოს ბანკის მიერ შპს „საქართველოს აგროგანვითარება-ქარელზე” 150,000 აშშ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში 120,000 აშშ დოლარს ბანკი მიიღებდა „პი-ეი”-ს საგარანტიო ანგარიშიდან.

4. შემდგომ მოვლენები იმდაგვარად განვითარდა, რომ „საქართველოს აგროგანვითარება-ქარელის” მიერ განხორციელებული პროექტი ეკონომიკურად წამგებიანი გახდა, ვინაიდან ერთი წლის შემდეგ ქარელში ბუნებრივი აირის (გაზის) ფასი გაორმაგდა. შესაბამისად, მსესხებელმა ვერ შეძლო სესხის სრულად გადახდა, მაგრამ გადაიხადა რა 30,000 აშშ დოლარი, მოითხოვა, რომ დარჩენილი 120,000 შეთანხმებისამებრ დაფარული ყოფილიყო „საქართველოს ბანკში” არსებული საგარანტიო ფონდიდან.

5. „პი-ეი”-ს 600,000 აშშ დოლარიანი საგარანტიო ანგარიშიდან მთლიანი საგარანტიო თანხა – 600,000 აშშ დოლარი საქართველოს ბანკმა გაატანა USAID-ს, მიუხედავად იმისა, რომ ამით დაირღვა მსესხებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულება საგარანტიო თანხის არსებობის შესახებ.

6. სს „საქართველოს ბანკმა“ მსესხებლის მიმართ წარადგინა სარჩელი სესხის მთლიან ოდენობაზე და მოითხოვა მთლიანად 120,000 აშშ დოლარის დაკისრება, პლუს მასზე პროცენტებიც დაარიცხა.

7. აღნიშნულ საქმეზე ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ სს „საქართველოს ბანკმა“ საკუთარი საბაზრო მდგომარეობა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი ბოროტად გამოიყენა საქართველოს მეწარმეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან მან, ერთი მხრივ, მესამე პირს _ USAID-ს მისცა პი-ეი“-ის კუთვნილი 600,000 აშშ დოლარის საგარანტიო ანგარიშიდან გატანის საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ _ შპს „საქართველოს აგროგანვითარება-ქარელს“ მოსთხოვა იმ თანხის გადახდა, რომელიც ყველა ხელშეკრულების თანახმად გარანტირებული იყო საგარანტიო ფონდის თანხებით, რომლებიც განთავსებული იყო ანგარიშზე საქართველოს ბანკშივე.

ვბრძანებ:

1. ეთხოვოს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ორმხრივი კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ადგილი აქვს საქართველოს მეწარმეთა უკანონო დაჩაგვრას კერძოდ _ შპს „საქართველოს აგროგანვითარება-ქარელს“. სს „საქართველოს ბანკი“ უკანონოდ სთხოვს 120,000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტების დაკისრებას, ხოლო საქართველოს სასამართლო სისტემას არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად განიხილოს ამგვარი ტიპის დავები, მითუმეტეს, რომ სასამართლოებს დღემდე საერთოდ ერთი სიტყვითაც კი არ მიუციათ შეფასება იმ ფაქტისთვის, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგარანტიო ფონდის თანხები ფაქტობრივად გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელშეკრულებაში იგი მოხსენიებულია როგორც პროექტის და სესხის შემადგენელი ნაწილი.

2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და განიხილოს სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ სანქციების გამოყენების საკითხი.

3. ეთხოვოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოს, რომელიც შექმნილია ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2007 წლის 20 ივნისის ჩარჩო- ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, რომ განიხილოს აღნიშნული სპეციფიკური საკითხი.

4. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რეკომენდაცია მიეცეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოს,  არ დაუშვას ამგვარი ფაქტების განმეორება მომავალში, ანუ ორმხრივი ძალისხმევით გამოირიცხოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ბენეფიციარების უკანონო დევნა და შევიწროება.

 

დირექტორი           ირაკლი ტაბატაძე