საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მომზადებისა და გამართვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№982
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 20/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №982

2010 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მომზადებისა და გამართვის შესახებ

1. 2010 წლის 23 ივლისს ქ. ბაქოში გაიმართოს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის (შემდგომში – კომისია) მე-6 სხდომა.

2. 2010 წლის 23 ივლისს ქ. ბაქოში მივლინებულ იქნენ კომისიის წევრები მე-6 სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

3. კომისიის მე-6 სხდომის სათანადო მომზადებისა და გამართვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებისგან (ექსპერტები) დაკომპლექტებული საექსპერტო ჯგუფი.

4. 2010 წლის 21 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ზემოაღნიშნული საექსპერტო ჯგუფი მივლინებულ იქნეს ქ. ბაქოში კომისიის მე-6 სხდომის ოქმის პროექტის შემუშავებისათვის.

5. საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნოს ირაკლი სვანიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სუამის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

6. საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა უზრუნველყონ კომისიის წევრთა და ექსპერტთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური