მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები
თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა.
2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას.
5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას:
ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე;
გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით;
დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ
მთავარი მონაცემები
ვადა30 კალენდარული დღის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (17.03.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. 4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას. 5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან ლტოლვილისან ჰუმერთანიტაშორულისტო დატუსცვის მინიჭღებაზე; გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით; დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-551(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2023
…უფლების წინასწარი დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები 09.01.2019 №ბს-1562(უს-18); 14.04.2022 №ბს-889(კს-21)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს…
საქმე №ბს-889(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
…შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე.” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეზე #ბს-1562(უს-18)). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს…
…ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ამავე მუხლის 48-ე…
…ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. სასამართლო ასევე მიუთითებს,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. თავის…
…ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება თუ საქართველოს საერთო სასამართლოში…
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, მუხლი 47, №2045-IIს, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2278806/muxli-47/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია