„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით გარდამავალი პერიოდისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1867
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 10/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1867

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით გარდამავალი პერიოდისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად :

1. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (შემდგომში – დადგენილება) განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებასთან დაკავშირებით, სადაზღვევო პროგრამის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით ამავე დადგენილების მოსარგებლეებს (გარდა სტუდენტებისა) პროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის წილი დაეფაროთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 2012 წლის სექტემბერში დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გაწეულ (დასრულებულ)მომსახურებებზე. დადგენილების მოსარგებლეები (გარდა სტუდენტებისა)ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.

2. მიეცეს უფლება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად უზრუნველყოს „ჯანმრთელობის დაზღვევის“ პროგრამის (პროგრამული კოდი – 35 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, დადგენილებით განსაზღვრულ სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიერ არა უგვიანეს 2012 წლის 1 დეკემბრისა მიწოდებული ინფორმაციის (სექტემბერში დასრულებული და სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების შესახებ) საფუძველზე, პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანაგადახდის დაფარვა და შესაბამისი თანხის გადახდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის.

3. მიეცეს უფლება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გააფორმოს ხელშეკრულებები, „სახელმწიფო შესყიდვების

შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. დაუშვებელია,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ამ განკარგულების მე‑3პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმებისას მოითხოვოს ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების ორმაგი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მოსარგებლის მხრიდან .

პრემიერ-მინისტრი      . მერაბიშვილი