„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №192 1
2012 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63 -ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1.საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
10. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
11. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
12. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი;
13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
15. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
17. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი;
18. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
19. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
20. დასაქმების სახელმწიფო მინისტრი;
21. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
22. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინ ტეგ რაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი