„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ელექტრონული ბლანკის პერსონალიზაციისთვის საჭირო ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №1576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №673
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ელექტრონული ბლანკის პერსონალიზაციისთვის საჭირო ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №1576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად , „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის , ბინადრობის (დროებითი და მუდმივი ) ელექტრონული მოწმობის ბლანკის , ელექტრონული ბლანკის პერსონალიზაციისთვის საჭირო ტექნიკის , პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის8დეკემბრის№1576განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის , ბინადრობის (დროებითი და მუდმივი ) ელექტრონული მოწმობის ბლანკის , ელექტრონული ბლანკის პერსონალიზაციის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენების და შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ტექნიკის , პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ელექტრონული ბლანკის პერსონალიზაციის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენების და შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ტექნიკის , პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება უზრუნველყოს სააგენტომ.“;
გ) განკარგულების მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ბინადრობის (დროებითი და მუდმივი) ელექტრონული მოწმობის ბლანკის, ელექტრონული ბლანკის პერსონალიზაციის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენების და შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ტექნიკის , პროგრამული უზრუნველყოფისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური