1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე აკადემიის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის;

2. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.

4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკადემიის პროფესორი.

5. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;

6. თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის უფროსს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად და პასუხისმგებელია ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ შეფასებაზე, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე.

7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომელსაც უკავია ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობ