1. აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს წარმოადგენს ფაკულტეტი.

2. თითოეული ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

3. აკადემიის ფაკულტეტებია:

ა) არქიტექტურის ფაკულტეტი;

ბ) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი;

გ) დიზაინის ფაკულტეტი;

დ) მედიახელოვნების ფაკულტეტი;

ე) რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი.

4. ფაკულტეტები თავის საქმიანობას ახორციელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდების და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

5. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, ლაბორატორია და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

6. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინები