1. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს კანცლერის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უმაღლესი აკადემიის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურას კანცლერის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს კანცლერის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება კანცლერს;

კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს კანცლერის წარდგინებით;

ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

მ) ამტკიცებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება  სპიკერს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, კანცლერის არჩევისა და კანცლერის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს სპიკერ