1. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით  ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) შემუშავების და შეფასების ფორმებს;

დ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის წარმართვის მარეგულირებელ დოკუმენტს;

ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო საფეხურების დებულებებს;

ვ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

ზ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

თ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ი) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

კ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კანცლერის ახალ კანდიდატურას კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

ლ) მონაწილეობს აკადემიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და კანცლერის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

მ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;

ო) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აწესებს მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში;

პ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ჟ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

რ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

ს) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ტ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

უ) ირჩევს აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

ფ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ქ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

5. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

6. აკადემიის განსაკუთრებული დამსახურებების მქონე პროფესორს, რომელსაც  პროფესორის თანამდებობაზე შეუსრულდა 65 წელი, შეიძლება აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტის წარდგინებით მიენიჭოს ემერიტუსის წოდება. ემერიტუსის წოდების მინჭებასთან დაკავშირებული ანაზღაურების საკითხს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო.

7. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი და სხდომათა წარმართვის პროცედურა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილები