1. აკადემიის საქმიანობა ორიენტირებულია სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.
2. აკადემიის საქმიანობა შეესაბამება აკადემიის მიზნებსა და ამოცანებს.
3. აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
ა) პროფესიული და აკადემიური – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გახორციელება და შესაბამისი კვალიფიკაციებისა და ხარისხის მინიჭება;
ბ) ქართული და მსოფლიო ხელოვნების ღირებულებების შეცნობა/დამკვიდრება;
გ) აკადემიის ტრადიციული სახელოვნებო და საგანმანათლებლო სკოლების შენარჩუნება და განვითარება;
დ) სწავლა/სწავლებასა და შემოქმედებით-სამეცნიერო პროცესებში თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვა;
ე) ქვეყანაში ხელოვნების განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიული და უმაღლესი სახელოვნებო განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, კვალიფიციკური პედაგოგიური და სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება;
ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, კვლევა და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
ზ) სტუდენტების მსოფლიო სახელოვნებო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების, საერთაშორისო სიმპოზიუმების, ღია ლექციების და მასტერ-კლასების მოწყობის გზით;
თ) ქართული ხელოვნების, არქიტექტურის, მიღწევების, ასევე თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და სახელოვნებო განათლების სპეციფიური მეთოდოლოგიის პოპულარიზაცია გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, სამეცნიერო კონგრესების ორგანიზების, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომების როგორც პოლიგრაფიულ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოცემები