1. აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება ათი წევრისაგან, ორი წარმომადგენელი თითოეული ფაკულტეტიდან. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.

2. აკადემიური საბჭოს წევრები ფაკულტეტებიდან აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

3. საბჭოს წევრად არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის – ბაკალავრიატის ხანგრძლივობის ვადით.

6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. საბჭოს წევრად პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

8. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდე