1.წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. .წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუ განსხვავებული მოთხოვნები დადგენილი არ არის კანონით ან  წესდებით.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;

6. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ ორი დღით ადრე და ფიქსირდება სხდომის დღის წესრიგში, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის გარდა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივან