1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, გამოსცეს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე კანცლერი.
2. რექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები (პრორექტორები) სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან შემოქმედებით სფეროებში. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორის მოადგილე რექტორის მოვალეობის შერულების შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი ხელი მოაწეროს უმაღლესი განათლების დამადასტურებულ დოკუმენტს - დიპლომს და არ ხელმძღვანელობს აკადემიურ საბჭო