აკადემიას უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სახელოვნებო საქმიანობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) მოაწყოს გამოფენები, სიმპოზიუმები, სამეცნიერო კონფერენციები სხვა შემოქმედებითი და სახელოვნებო ღონისძიებები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) განახორციელოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რესტავრაცია/კონსერვაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მოიცავს როგორც საპროექტო, ასევე სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საკუთარი შემოსავლებით, მოპოვებული გრანტებით, მესამე პირთა დაკვეთით ან/და აკადემიის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში;
ე) აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა, რომელიც თვისებრივად პასუხობს აკადემიის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს აკადემიის განვითარებას, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას და/ან თანამშრომელთა შრომის სტიმულირება