1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (შემდგომში – აკადემია) წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – უნივერსიტეტს.

2. აკადემია „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს პროფესიული განათლების და აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

3. აკადემია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

4. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“, შემოკლებული სახელწოდება – „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ (თსსა), ინგლისურად – „Tbilisi State Academy of Arts