1. რექტორს ირჩევს აკადემიურ საბჭო, ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. კანდიდადტმა არჩევნებში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინოს 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;
4. რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი.
5. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პირი, რომელსაც ეკავა კანცლერის თანამდებობა, აკადემიის რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც კანცლერის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან კანცლერის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. აკადემიური საბჭოს პირველ საკონკურსო სხდომაზე იხსნება პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი დალუქული განაცხადები. იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისათვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით კენჭისყრის პროცედურამდე ხდება საჯარო და გამოქვეყნდება თსსა-ს ვებგვერდზე.
7. აკადემიურ საბჭოს შეუძლია გასაუბრებაზე მოიწვიოს რექტორობის კანდიდატები. კანდიდატის მიერ გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.
8. ფარული კენჭისყრა გაიმართება განაცხადების გახსნიდან მე-10 დღეს. რექტორად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას.
9. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას, ინიშნება დამატებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მეტი ხმა. დამატებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს პირველი კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 დღეში.
10. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი კენჭისყრის შედეგად, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, არჩევნები ითვლება ჩაშლილად და არაუგვიანეს 10 დღეში რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნები უნდა გამოცხადდეს ხელახლ