ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის შპს „ს.კ მესხეთისთვის“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2022
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2022

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის შპს „ს.კ მესხეთისთვის“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტის, „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიწისა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 7 სექტემბრ ის №339 დადგენილებ ით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

ა) შპს „ს.კ მესხეთს“ 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა (გარდა მიწისა) (საკადასტრო კოდი – № 62.19.51.067);

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე ყოველწლიურ საიჯარო ქირად განისაზღვროს ობიექტზე განხორციელებული წლიური ბრუნვის 10%, მაგრამ არანაკლებ 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;

გ) შპს „ს.კ მესხეთმა“ 2013 წლის 1 აგვისტომდე განახორციელოს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიცია სარგებლობაში გადაცემული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის მიზნით და ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარუდგინოს გადაცემული უძრავი ქონების რეკონსტრუქციის/განვითარების გეგმა;

დ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცული ტერიტორიების სააგენტომ შპს „ს.კ მესხეთს“კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება;

ე) ამ განკარგულების „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების რეგისტრაცია შპს „ს.კ მესხეთმა“ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ . გილაური