წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, რომელიც უქმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ახალი მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იქმნება მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად;

გ) ზღვრული საშტატო რაოდენობა - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში – კოდექსი) 156-ე მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საშტატო რაოდენობას დამატებული საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა;

დ) კომისია - „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია;

ე) „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი“ - „მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №363 დადგენილებით დამტკიცებული წეს