ახალი მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასული სამი წლის  ბიუჯეტის ფაქტობრივი მაჩვენებლები შემდეგი წესით:

ა) გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა:

ა.ა) ახალ მუნიციპალიტეტებში ქონების გადასახადი იმიჯნება ფაქტობრივი მდებარეობის მიხედვით და მის გამიჯვნას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ა.ბ) ახალ მუნიციპალიტეტებში სხვა გადასახადები იმიჯნება თანაბრად;

ბ) სხვა შემოსავლების გამიჯვნა:

ბ.ა) ახალ მუნიციპალიტეტებში პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი იმიჯნება თანაბრად;

ბ.ბ) რენტიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის - თვითმმართველი თემის შემოსავლებში;

ბ.გ) ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან და გადასახდელებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის - თვითმმართველი ქალაქის შემოსავლებში;

ბ.დ) არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლიდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იმიჯნება თანაბრად;

ბ.ე) ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მიღებული  შემოსავლები იმიჯნება თანაბრად;

ბ.ვ) ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა არ იქნება გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების დროს;

ბ.ზ) ახალ მუნიციპალიტეტებში სხვა შემოსავლების ყველა სხვა კატეგორიებიდან მიღებული შემოსავლები იმიჯნება თანაბრა