1. ამ წესის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების საპროგნოზო მოცულობის სახით აისახება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“, ასევე, საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები, მათ გადასახდელებში გათვალისწინებული პროექტების შესაბამისად;
ბ) მიზნობრივი ტრანსფერისთვის გასათვალისწინებელი ფინანსური სახსრები, ამ წესის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერიდან, მათი გაუქმების დღისთვის დარჩენილ ნაწილს, გადაურიცხავს შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტებს.
3. საკუთარი შემოსულობების გადანაწილება ხორციელდება იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც გადანაწილდება საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები.
4. იმ შემთხვევაში, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ნაცვლად შექმნილი რომელიმე ახალი მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბოლომდე დაგეგმილი საკუთარი შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გათანაბრებით ტრანსფერს ახალ მუნიციპალიტეტებს გადაურიცხავს იმ მეთოდით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ორივე ახალი მუნიციპალიტეტის გეგმის მაქსიმალურად თანაბარი შესრულება.
5. ბიუჯეტის გამიჯვნის დროს, დაუშვებელია ახალი მუნიციპალიტეტების შემოსულობების ჯამური ოდენობა აღემატებოდეს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის შემოსულობების დაგეგმილ მოცულობას.
6. 2014 წლის განმავლობაში, ახალი მუნიციპალიტეტების მიერ, საკუთარი შემოსულობების ზრდის მიზნით, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობი