1. ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადანაწილება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით:
ა) ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრისას, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების შრომის საშუალო ანაზღაურება უნდა გამრავლდეს ახალი მუნიციპალიტეტის ზღვრულ საშტატო რაოდენობაზე. მიღებული თანხა იქნება ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის შრომის ანაზღაურების ერთი თვის ფონდი და თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული არა უმეტეს 6 თვის შრომის ანაზღაურება;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ, საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების ფარგლებში აღებულია ფინანსური ვალდებულება, შესაბამისი თანხა გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის“ შესაბამისად გადაეცემა აღნიშნული ვალდებულება;
გ) შრომის ანაზღაურების გარდა, საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯების განსაზღვრისას, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოსა და გამგეობისთვის/მერიისთვის გათვალისწინებულ თანხას აკლდება მუნიციპალიტეტის გაუქმების დღის მდგომარეობით გაწეული საკასო ხარჯი. ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა და დარჩენილი თანხა ახალ მუნიციპალიტეტებს შორის იყოფა ზღვრული საშტატო რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით.
2. სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებები ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში აისახება მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ქონებასთან ან/და ვალდებულებასთან, აისახება იმ ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის“ შესაბამისად გადაეცემა აღნიშნული ქონება ან/და ვალდებულება.
4. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ბენეფიციარებთან, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება შესაბამისი ბენეფიციარების რეგისტრაციის ადგილის ან იურიდიული მისამართის ან/და ფაქტობრივი განთავსების ადგილის მიხედვით.
5. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (შემდგომში - ა(ა)იპ) დაფინანსებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები აისახება ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის უფლებამონაცვლე ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-სა, რომელიც დაიყო „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. დაყოფის შედეგად დაფუძნებული ა(ა)იპ‑ებ‑ის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი ა(ა)იპ‑ის მიერ განსახორციელებელი მომსახურების მოცულობის ან/და შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის - თვითმმართველი თემის ბიუჯეტში.
6. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მეწარმე იურიდიული პირის დაფინანსებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები აისახება მეწარმე იურიდიული პირის წილზე საკუთრების უფლების მქონე ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
7. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა გადასახდელები ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში აისახება ახალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით.
8. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დაგეგმილი გადასახდელების მუხლების მიხედვით გაწეული საკასო ხარჯი, ამ წესის შესაბამისად, აისახება ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებშ