1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის გამგეობა, ამ წესის შესაბამისად, 2014 წლის 20 ივნისამდე, ამზადებს ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტებს და უგზავნის კომისიას.

2. კომისია განიხილავს წარდგენილ ბიუჯეტის პროექტებს, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად, შეიტანს ცვლილებებს და გადასცემს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც გამგებლის/მერის და შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან 2 დღის ვადაში ბიუჯეტის პროექტებს უგზავნის შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს.

3. ახალი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, მისი და შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას.

4. ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას და დამტკიცებისას გამგებელი/მერი და საკრებულო ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ  წესით.

5. ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს გამგებლის/მერის მიერ ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის