1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, მისი გაუქმების დროისთვის არსებული ნაშთი, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც გადანაწილდება საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები.

2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში არსებული ნაშთი დარჩება იმ ახალ მუნიციპალიტეტს, რომლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული შესაბამისი პროექტი.

3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში არსებული ნაშთი ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის გათვალისწინები