კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1023
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1023

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვისათვის განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ონკოლოგიური პროფილის სამედიცინო პერსონალის სწავლება ონკოლოგიაში დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-O) ეფექტიანი გამოყენებისა და კიბოს სარეგისტრაციო ფორმების სწორად შევსების მიზნით;

ბ) კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემთა რეგისტრატორების რეტრენინგი;

გ) კიბოს პოპულაციური რეგისტრის CanReg5 პროგრამის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;

დ) კიბოს პოპულაციური რეგისტრის მენეჯმენტი (საკონსულტაციო მომსახურება, კიბოს პოპულაციის რეგისტრის დანერგვის პროცესის მონიტორინგი);

ე) კიბოს პოპულაციური რეგისტრის წარმოებისათვის საჭირო ფორმების ჩამონათვალი და მათი წარდგენის წესი და ვადები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით:

ა) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება;

ბ) დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით კიბოს პოპულაციური რეგისტრის დასანერგად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ცენტრმა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 01) გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, პროგრამისათვის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“  გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 28,700 ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2014.
როდის იქნა მიღებული „კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 09.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1023. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017206.
სად არის „კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1023, 09.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017206 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2376500/