შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1198
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017344
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1198

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №648 განკარგულების საფუძველზე, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, შპს „თეთნულდ დეველოპმენტსა“ და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ შორის 2014 წლის 22 აპრილს გაფორმდა Nგ.შ.გან.647/648-1 ხელშეკრულება.

2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

 პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი