„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის №39727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №39855
2014 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯაროსამართლისიურიდიულიპირის– შემოსავლებისსამსახურისსტრუქტურული ერთეულებისდებულებისდამტკიცებისთაობაზე“შემოსავლებისსამსახურისუფროსის2011 წლის2 ივნისის №2742ბრძანებაშიცვლილებისშეტანისშესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის №39727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „საჯაროსამართლისიურიდიულიპირის– შემოსავლებისსამსახურისსტრუქტურული ერთეულებისდებულებისდამტკიცებისთაობაზე“შემოსავლებისსამსახურისუფროსის2011 წლის2 ივნისის №2742ბრძანებაშიცვლილებისშეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის №39727 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის, აჭარის განყოფილებებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ა) ქვემო ქართლის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის, აგრეთვე მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ბ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, ქ. ცხინვალის, ქურთის, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის და ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
გ) კახეთის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
დ) სამცხე-ჯავახეთის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ე) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის, აგრეთვე წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ვ) სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ფოთის, აგრეთვე ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ზ) აჭარის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, აგრეთვე ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.“.
2. ეს ბრძანებაამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ი. გვარამაძე