ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. გერმანიის ქალაქ ზიგენის, რუბენსის სახელობის მე-7 საპატიო პრიზით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, ქ. ზიგენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პერსონალური გამოფენისთვის საჭირო ნამუშევრის („დაკარგული პეიზაჟი“) შექმნის მიზნით, ფიზიკურ პირს - ვაჟიკო ჩაჩხიანს გადაეცეს 60 (სამოცი) ძირი დამწვარი ხე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის მოსაპოვებლად, ვაჟიკო ჩაჩხიანს მიეცეს უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდში, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტბის სატყეოს კვარტალ №6-ის ფარგლებში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრის წესით, დაამზადოს 60 (სამოცი) ძირი დამწვარი (ხმელი/სასიცოცხლოფუნქციაშეწყვეტილი) ხე.
3. ვაჟიკო ჩაჩხიანმა უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით სანიტარიული ჭრისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელის გადახდა.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
5. ვაჟიკო ჩაჩხიანმა უზრუნველყოს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) - 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ“?
- „ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ“ მიღებულია 19.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1730. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017737.
- სად არის „ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ“, №1730, 19.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017737 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2526102/