„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №608 |
|
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყითსარგებლობის გეგმა - სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10 - წლიანი ვადით).
2. სატყეო კვარტალი - ტყის ფონდის გარკვეული ტერიტორია, ნატურაში ბუნებრივად ან ხელოვნურად (სირონის მოწყობით) გამიჯნული მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული, რომელიც შედგება სატაქსაციო უბნებისაგან (ლიტერებისაგან).“.
2. 11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – ტყითმოსარგებლის მიერ დადგენილი წესით მომავალი 10 - წლიანი პერიოდისათვის შემუშავებული დოკუმენტი, რომლის შემუშავებისა და დამტკიცების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).“.
3. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ტყით სარგებლობის განხორციელების ზოგადი მოთხოვნები
1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიისათვის დამტკიცებულია ტყის მართვის გეგმა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სამონადირეო მეურნეობის მოწყობისათვის.
2. ტყის აღრიცხვის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან. ამ მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახსრებიც.
3. ტყის მართვის გეგმა წარმოადგენს ტყით სარგებლობის გეგმის საფუძველს.
4. ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანო იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის წინასწარ შერჩეული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების ადგილმდებარეობის ან/და მოსაჭრელი მერქნული რესურსების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე, ექვემდებარება ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებას.“.
5. 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. ხე-ტყის დამზადება სანიტარიული ჭრებით
1. სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს მიერ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ტყის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ლიცენზიის მფლობელზე არ ვრცელდება ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის ვალდებულება.“.
6. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ლიცენზიის გამცემი).“.
7. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის წესი
1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემის ვებგვერდის ან ვებგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.
2. ლიცენზიის გამცემი აუქციონს აცხადებს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ლიცენზიის გამცემი იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.
4. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე, ლიცენზიის გამცემის ვებგვერდზე ან ვებგვერდზე – www.eauction.ge.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი.
6. აუქციონის გამოცხადებამდე, ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ადგენს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობას, მერქნიანი მცენარეების ჯიშებს, დამზადების მოცულობას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს, ასევე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს, რომლებიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სანიტარიული ჭრით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის გამოცხადებამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ადგენს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობას, მერქნიანი მცენარეების სახეობას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს და სხვა.
8. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.
9. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.
8. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ლიცენზიის გამცემი.“.
9. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი.“.
10. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საწყისი ფასი
აუქციონზე გატანილი გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.“.
11. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სალიცენზიო პირობები
1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი (შემდგომში – ლიცენზიანტი) ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;
ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ბ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა, სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყითსარგებლობის გეგმა, რომელსაც უნდა ერთვოდეს მოკლე ანოტაცია. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ საქმიანობა ტყის დაცვის მიზნით და არ დაიშვება ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის მოპოვება და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელება, გარდა ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებისა;
დ) უზრუნველყოს დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;
ე) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეო კვარტალების საზღვრებს;
ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე, განახორციელოს გადასაცემ ფართობზე არსებული ტყეკაფების დახურვის ან გაუქმებისათვის საჭირო პროცედურები;
ზ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების მსურველი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
ზ.ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება მონაცემები გადასაცემი ფართობის შესახებ (სატყეო კვარტალების მითითებით);
ზ.ბ) ინფორმაციას ათვისებული და გადაცემული (ასათვისებელი) ხე-ტყის რესურსის შესახებ;
ზ.გ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
თ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი) მიღება-ჩაბარების აქტი, მისი გაფორმებიდან 7 დღის ვადაში, წარედგინება ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ. გადასაცემი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინება გასხვისებული ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ;
ი) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები წარმოადგენენ ახალ ტყით სარგებლობის გეგმას (გეგმებს). ახალი ტყით სარგებლობის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ხე-ტყის დამზადება და სხვა სატყეო-სამეურნეო საქმიანობა არ დაიშვება;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს;
ლ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, აითვისოს ტყეკაფი, მისი გამოყოფიდან ორი წლის ვადაში. ყოველწლიურად შესაძლებელია, მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, ტყითსარგებლობის გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;
მ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ტყეში სამუშაოების ჩატარებისას, გამოიყენოს ეკოლოგიური თვალსაზრისით მისაღები მანქანა-იარაღები და ტექნოლოგიები;
ო) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შექმნას მისი მდგრადი გამოყენების პირობები:
ო.ა) დაიცვას ბიომრავალფეროვნება საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისაგან;
ო.ბ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
ო.გ) საქმიანობამ არ უნდა გამოიწვიოს ეკოსისტემის ფრაგმენტაცია, სახეობრივი მრავალფეროვნების გაღარიბება;
ო.დ) არ დაუშვას გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების გაუარესება;
პ) ხე-ტყის პირველადი გადამუშავება (პროცესი, რომლის შედეგადაც მიიღება შემდეგი პროდუქცია: ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი), შავად ნამზადი დეტალი) სრულად განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე;
ჟ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი, საფრთხის ქვეშ და გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ენდემური და რელიქტური სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებები;
რ) დაიცვას წყალდაცვითი ზოლის რეჟიმი;
ს) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების მდგრადი მართვისა და დაცვის გზით უნდა შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს აღნიშნული ტყეების ძირითადი მახასიათებლები. ლიცენზიანტის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული, თუ როგორ ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვის უზრუნველყოფა;
ტ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში, ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს სამინისტროს;
უ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ფ) ნარჩენები (გარდა ხე-ტყის დამზადების ნარჩენების დადგენილი წესით განთავსების შემთხვევისა), არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
ქ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირადი მოხმარების მიზნით, შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (გარდა „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი სახეობებისა), ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით;
ღ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისაგან დაცვა;
ყ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და ტყის მართვის გეგმის შედგენის მიზნით, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარმოებული ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებას;
შ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
ჩ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოებულ სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-ს უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი მოსახლეობა იმ მუნიციპალიტეტების, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია;
ც) მომუშავე პერსონალთან (ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან) გააფორმოს შრომითი ან/და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები სამუშაოს აღწერილობით, დაქირავებულთა საცხოვრებელი ადგილის მითითებით. შემოწმებისას, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემმოწმებელს;
ძ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით. დასაბრუნებელი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ლიცენზიანტს;
წ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის, მის მიერ წერილობითი თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში.
2. 5 წლამდე ვადით გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;
ბ) საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმის წარდგენამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც, შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად;
გ) ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოში შესათანხმებლად წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების მსურველი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
დ.ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება მონაცემები გადასაცემი ფართობის შესახებ (სატყეო კვარტალების მითითებით);
დ.ბ) ინფორმაციას ათვისებული და გადაცემული (ასათვისებელი) ხე-ტყის რესურსის შესახებ;
დ.გ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
ე) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოში შესათანხმებლად წარადგენენ საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგმას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;
ვ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, აითვისოს ტყეკაფი, მისი გამოყოფიდან ორი წლის ვადაში. ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა), ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში.
3. ტყის მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ;
ბ) მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში მონიშნოს მოსაჭრელი რესურსი და შესაბამისი მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ტყეკაფის გამოყოფის მიზნით. გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადად განისაზღვროს 2 წელი;
გ) ტყეკაფზე განსაზღვრული მოსაჭრელი რესურსის მოცულობის შესაბამისად, ტყეკაფის გამოყოფამდე გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი;
დ) ხე-ტყის დამზადება განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების დასრულებისა და ტყეკაფის დადგენილი წესით გამოყოფის შემდგომ;
ე) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ე.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;
ე.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ვ) დაიცვას სანიტარიული ჭრის წესები;
ზ) აწარმოოს სამუშაოები ისეთი მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ნიადაგის ეროზიასა და ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე;
თ) ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების დაწყებამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან შეთანხმებით, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ყოველი წლის ბოლოს განახორციელოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობების გამოვლენა, აღდგენის ღონისძიების, ფორმების შერჩევა და აღდგენას დაქვემდებარებულ თითოეულ ფართობზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოში შესათანხმებლად წარადგინოს ტყის აღდგენის პროექტი (სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის, ხელოვნური ნარგაობის გაშენებისა და ხელოვნურად გაშენებული ნარგაობის ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე მოვლითი სამუშაოების გათვალისწინებით, აგრეთვე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, გასატარებელი კონკრეტული ქმედებების შესახებ). ტყის აღდგენა განახორციელოს აღდგენას დასაქვემდებარებელ ფართობებზე, თითოეული ფართობისათვის წარდგენილი ტყის აღდგენის პროექტის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
ი) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;
კ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
ლ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში, ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს სამინისტროს;
მ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ლიცენზიანტი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ნ) ნარჩენები (გარდა ხე-ტყის დამზადების ნარჩენების დადგენილი წესით განთავსების შემთხვევისა) არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
ო) საქმიანობის განხორციელებისას, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისაგან დაცვა;
პ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და ტყის მართვის გეგმის შედგენის მიზნით, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარმოებული ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებას;
ჟ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
რ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით. დასაბრუნებელი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ლიცენზიანტს.
4. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც, შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;
ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ბ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ნადირობისა და ტყით სარგებლობისაგან;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა, სამინისტროში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა;
დ) უზრუნველყოს დამტკიცებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;
ე) ყოველწლიურად, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მასალები, მათ შორის, ცხოველთა სამყაროს მოპოვებული ობიექტების აღრიცხვის მასალები, რომელთა განხილვის შემდეგ, ლიცენზიის გამცემი, დადგენილი წესით, ადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტას. სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და მათი მოპოვების კვოტების დადგენის წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ვ) დაიცვას დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;
ზ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში, ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული, ბუნებრივად არსებული გარეული ცხოველების დაცვა და შენარჩუნება, არ დაუშვას გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;
თ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;
ი) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში, რის შესახებაც უნდა აცნობოს სამინისტროს. მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;
კ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეო კვარტალების საზღვრებს;
ლ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების მსურველი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
ლ.ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება მონაცემები გადასაცემი ფართობის შესახებ (სატყეო კვარტალების მითითებით);
ლ.ბ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
მ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა, გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ. გადასაცემი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინება ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ;
ნ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი და ლიცენზიის მიმღები სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენენ ახალ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას;
ო) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შექმნას მისი მდგრადი გამოყენების პირობები:
ო.ა) დაიცვას ბიომრავალფეროვნება საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისაგან;
ო.ბ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
ო.გ) საქმიანობამ არ უნდა გამოიწვიოს ეკოსისტემის ფრაგმენტაცია, სახეობრივი მრავალფეროვნების გაღარიბება;
ო.დ) არ დაუშვას გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების გაუარესება;
პ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი, საფრთხის ქვეშ და გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ენდემური და რელიქტური სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებები;
ჟ) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების მდგრადი მართვისა და დაცვის გზით უნდა შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს აღნიშნული ტყეებისათვის ძირითადი მახასიათებლები. ლიცენზიანტის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული, თუ როგორ ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვის უზრუნველყოფა;
რ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებების მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს სამინისტროს;
ს) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ლიცენზიანტი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ტ) ნარჩენები (გარდა ხე-ტყის დამზადების ნარჩენების დადგენილი წესით განთავსების შემთხვევისა) არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
უ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას: იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირადი მოხმარების მიზნით, შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (გარდა „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი სახეობებისა), ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით;
ფ) საქმიანობის განხორციელებისას, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისაგან დაცვა;
ქ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და ტყის მართვის გეგმის შედგენის მიზნით, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარმოებული ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებას;
ღ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
ყ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;
შ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით. დასაბრუნებელი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ლიცენზიანტს.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
6. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასა და მის საფუძველზე დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმით ან/და შესაბამისი ტყის ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ ტყის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის (ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის სახეობასთან, ჭრის სახესთან, ლიცენზიით განსაზღვრული შესაბამისი სატყეო უბნ(ებ)ის სატყეო კვარტალ(ებ)ის ფარგლებში, საერთო ფართობთან, მათ შორის, ტყით დაფარულ ფართობსა და საექსპლუატაციო ფართობთან მიმართებაში) განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია, შესაბამის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ. ამასთან, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში, ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა საქართველოს კანონმდებლობით ჭრას დაქვემდებარებული ტყის მერქნიანი (გარდა „წითელი ნუსხით“ გათვალისწინებულისა) სახეობით (ჯიშით) შესაძლებელია, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა დადგენილი წესით არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი შესაბამისი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში, ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტყის მერქნიან სახეობათა სხვა ჯგუფში შემავალი სახეობით (ჯიშით), ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფორმულით დაანგარიშებული თანხისა (Y) და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას შორის სხვაობა. ლიცენზიანტს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა აღემატება ლიცენზიის აღებისთვის გადახდილ საბოლოო თანხას. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდამდე, ლიცენზიატს მთელ სალიცენზიო ფართობზე ეკრძალება ხე-ტყის მოჭრა ან/და გამოზიდვა. Y გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც:
ა.ა) Q - ტყის იმ მერქნიანი სახეობის (ჯიშის) მთლიანი მოცულობა, რომლითაც ხდება ლიცენზიით გათვალისწინებული, დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა;
ა.ბ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში). ამასთან, L-ის ოდენობა განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებული მასალებით დგინდება ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფი და შესაბამისი კატეგორია;
ა.გ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;
ა.დ) n – ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან ლიცენზიის მოქმედების ამოწურვამდე არსებული ვადა (წლებში);
ა.ე) t – პერიოდები წლების მიხედვით;
ბ) ამ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გამოანგარშებისას, არასრული წლის მიღების შემთხვევაში, ხორციელდება ბოლო წლის დამრგვალება სრულ წლამდე.
8. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია, ლიცენზიის გამცემის მიერ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება (თუ სამინისტროს მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).
9. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით, მომზადებული ტყით სარგებლობის გეგმით დაზუსტებულ ფართობს შორის განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია, ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვების პირობით. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
10. იმ შემთხვევაში, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დაზუსტებულ იქნა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ტყით სარგებლობის გეგმით ან ინვენტარიზაციის მასალებით, არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერქნიანი მცენარის ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი ჯიშით (სახეობით) შეცვლა ან/და დამატება მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის შეუცვლელად. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
11. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით, მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია, ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის სხვაობა, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
12. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.“.
12. მე-9 მუხლის მე-7 პუქტი ამოღებულ იქნეს.
13. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:
„24. ლიცენზიის მფლობელს 2012 წლის 1 იანვრამდე გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადა განესაზღვროს 2015 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადა - 2016 წლის 1 აგვისტომდე.“.
|