სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2163
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2163

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს ,,სილქნეტისათვის“სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის“ 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 274 მუხლის მე-5 პუნქტისა და 275 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, სს ,,სილქნეტს“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა, არა უმეტეს 49 წლით, განესაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ადიგენისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებში მდებარე 1 671 კვ.მ ფართობებზე (დანართის შესაბამისად);

ბ) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული თელავის სატყეო უბნის ნაფარეულის სატყეოს კვარტალი №85-ის ლიტერ №8, №11, №12 და №13-ში მდებარე 75 კვ.მ ფართობზე;

გ) სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 364 კვ.მ ფართობზე;

დ) სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის, ხულოს და ქედის სატყეო ადმინისტრაციებში მდებარე 782,8 კვ.მ ფართობზე.

2. ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული რეკრეაციულ/საკონსერვაციო დანიშნულების საკომპენსაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, სს ,,სილქნეტმა“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ადიგენის სატყეოს კვარტალი №4-ის ლიტერ №2-ში 1 746 კვ.მ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებების (ნიადაგის მომზადება და ტყის კულტურების გაშენება) განხორციელება, 2015 წლის 15 მარტიდან პირველ მაისამდე;

ბ) სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის აღდგენის ღონისძიებების პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 გ) სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობაში გადაცემული ფართობის შესაბამისი ფართობისთვის 13 (ცამეტი) ცალი ფოტოხაფანგის (Code Black 3G Model №2724 (Solid Color) &2427 (Mossy Oak Camo)) კომპლექტის გადაცემა, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში;

 დ) 2015 წლის 15 აპრილამდე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეოს კვარტალ №1-ში - 270 კვ.მ, ქედის სატყეო ადმინისტრაციის მერისის სატყეოს კვარტალ ,,ზენდიდში“ - 250 კვ.მ და ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ზეგნის სატყეოს კვარტალ ,,ჩაოში“ - 262,8 კვ.მ ფართობების შეღობვა ეკლიანი მავთულით, გაწმენდა/მოხვნა და შემდეგი 3 (სამი) წლის განმავლობაში მოვლა/დაცვა.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2014.
როდის იქნა მიღებული „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 03.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2163. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018098.
სად არის „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №2163, 03.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018098 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2625816/