სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „რაგბის მხარდამჭერთა ლიგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№191
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018611
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №191

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „რაგბის მხარდამჭერთა ლიგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაბა ასპინძაში მდებარე 17460 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №60.01.36.019), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარი), საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ „რაგბის მხარდამჭერთა ლიგას“ (ს/კ № 204433265).

2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში:

ბ.ა) არანაკლებ 3600 კვ.მ ფართობის მქონე, ბუნებრივი საფარის სავარჯიშო მოედნის მშენებლობა/მოწყობა;

ბ.ბ) არანაკლებ 200 კვ.მ ფართობზე გამწვანებული ტერიტორიის  მოწყობა /შექმნა;

ბ.გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 50 000  (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ა(ა)იპ „რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ  – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს  არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარ ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.  

4.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                              ი. ღარიბაშვილი