1. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.

3. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენების, ვერცხლისწყალსა და ვერცხლისწყლის ნაერთთან მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა: სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია ხდება ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მიუხედავად.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3309 – ვებგვერდი, 17.07.2023