მუხლი 981. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
თავი XIV — არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანზე ზრუნვა და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია #
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
მუხლი 18. არასრულწლოვანის გაძევება— უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ