,,ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.10.003.000.947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 14/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

,,ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის   40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენის თაობაზე

1. ,,ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმად განისაზღვროს ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა) ფორმა, ხოლო იმ პირისათვის, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კანონიერ საფუძველზე ცხოვრობს უცხო ქვეყანაში – შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

2. დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შემდეგი დაავადებების თაობაზე:

 

დაავადების

ICD-10 კოდი

დაავადების დასახელება

B20-B24

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ)

გამოწვეული ავადმყოფობა

 არ იგულისხმება აივ-ვირუსით გამოწვეული უსიმპტომო ინფექციური სტატუსი z21

A30

კეთრი – ჰანზენის ავადმყოფობა

იგულისხმება mycobacterium leprae-ით გამოწვეული ინფექცია;

არ იგულისხმება კეთრის შედეგები B92

A15-A19

ტუბერკულოზი

იგულისხმება: ინფექციები, გამოწვეული

mycobacterium tuberculosis-ით და mycobacterium

bovis-ით;

არ იგულისხმება: თანდაყოლილი ტუბერკულოზი (P37.0), პნევმოკონიოზი, დაკავშირებული ტუბერკულოზთან (J65), ტუბერკულოზის შედეგები (B90), სილიკოტუბერკულოზი (J65)

A-50-53, A55,

A57

უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები

ინფექციები (ათაშანგი, ქლამიდიური ლიმფო-

გრანულემა (ვენერიული) შანკროიდი

F00-F02, F10-F19,

F20, F71-F73

ფსიქიკური დაავადებები (დემენცია, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, შიზოფრენია, გონებრივი ჩამორჩენილობა).

 

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                         ვ. გურგენიძე