საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია „Pomagalski“-ის შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1414
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია „Pomagalski“-ის შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1.მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია „Pomagalski“-ის შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების პროექტი.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ხელი მოაწეროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი