შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1777
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019824
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1777

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „აწარმოე საქართველოში“  სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  დაშვებულ იქნეს გამონაკლისი სს „ბანკი ქართუს“ მიერ შპს „TCF GEORGIA“-სთვის  (ს/კ: 446954494)  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გასაცემი დამატებით ახალი, პარალელური სესხის თანადაფინანსებაზე.

2. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, განახორციელოს სს „ბანკი ქართუს“ მიერ შპს „TCF GEORGIA“-სთვის    გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება შემდეგი პირობებით:

ა) სესხის თანხა − 1 070 000  (ერთი მილიონ სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;

ბ) სესხის მიზნობრიობა: რკინიგზის ჩიხის მშენებლობა, კონცენტრატის საწარმოსთვის ლაბორატორიის მოწყობა, ციტრუსის დამხარისხებელი ხაზის შეძენა და სამშენებლო სამუშაოები;

გ) სესხის ვადა − 24 თვე;

დ) სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი − 11%;

ე) თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთი − 10%;

ვ) საპროცენტო თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა − 214 000 (ორას თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარი.

3. შპს „TCF GEORGIA“-სთვის დამატებითი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების სხვა პირობები განისაზღვროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 25.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1777. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019824.
სად არის „შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1777, 25.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019824 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2966881/