საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1853
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №185 3

2015 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელის - შინაპატიმრობის 2015 წლის სექტემბრიდან შეუფერხებლად აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, ერთჯერადად, 520 000 (ხუთას ოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ზღვრული ოდენობის ფარგლებში, 200 ერთეული შინაპატიმრობის მოწყობილობის (სტაციონარი და სამაჯური, სამაჯურის ერთჯერადი სამაგრები), სპეციალური მონაცემთა ბაზის, სერვერისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომპანია 3M Electronic Monitoring Ltd-სგან (რეგისტრაციის ნომერი: 511951444, რეგისტრაციის თარიღი: 15/03/1994, მისამართი: Habarzel 2 Tel-Aviv-Yafo, Israel. Zip 69710).

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი